ლევან მახაშვილი იტალიაში შალვა პაპუაშვილის ვიზიტზე: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, რომ ორმხრივი შეხვედრები ჩაატაროს თავის კოლეგებთან და ასევე მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივი ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემებიც იქნება დემოკრატია, დემოკრატიასთან დაკავშირებული გამოწვევები
შალვა პაპუაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ლევან მახაშვილის თქმით, დელეგაციის მიზანია ქვეყნის გეგმების გაცნობა და დემოკრატიასა და საერთაშორისო წესრიგზე გამართულ დისკუსიებში ჩართვა.
იხილე სრულად: news.ge ↗