პრემიერი: შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს ჩვენ ძალიან დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას, მარტო წელს წარმართული ახალი პროცესების საფუძველზე საორიენტაციოდ 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლები
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზა“ პროცესებს შუამავლების გარეშე მართავს, რის შედეგადაც წელს კომპანიის დამატებითი შემოსავლები დაახლოებით 70 მილიონი ლარით გაიზრდება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიება სამეთვალყურეო საბჭოსთან დაკავშირებით ყველაფერს ნათელს მოჰფენს.
იხილე სრულად: news.ge ↗