განახლდა
დღეს: 63 სიახლე
News.ge

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე:ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, სცადეს ხელისუფლების დამხობა, თუმცა ამის მიუხედავად მზად ვართ, სინანულის და აღიარების შემთხვევაში ვაპატიოთ მათ ეს დანაშაული და გავათავისუფლოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ბრალდებულებს სინანულისა და აღიარების შემთხვევაში დანაშაული აპატიოს და გაათავისუფლოს. მან ოპოზიციას ამორალური უწოდა და აქციის მონაწილეთა მიტოვებაში დაადანაშაულა.

იხილე სრულად: news.ge ↗
Alia

სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ძებნილი საქართველოს მოქალაქე ბექა ჭულუხაძეა

სუს-ში ადასტურებენ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული საქართველოს ძებნილი მოქალაქე ბექა ჭულუხაძეა. მანამდე, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში, დააკავეს პირი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იძებნებოდა. დაკავებულია 4 ოქტომბრის…

Timer

დაკავებული გიორგი კირვალიძე: 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულებიდან საერთოდ არავის ვიცნობ

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი კირვალიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს მიმართა. მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულებიდან საერთოდ არავის იცნობს და აღნიშნულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი განმარტებით, 4 ოქტომბრის დღეს ის აქციაზე არ მიდიოდა…

News.ge

ირაკლი კობახიძე - არ გვჭირდება არავინ საპატიმროში, თუ ისინი მოინანიებენ - ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, თუმცა, მზად ვართ მათ ეს დანაშაული ვაპატიოთ აღიარების შემთხვევაში

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს დანაშაული მონანიებისა და აღიარების შემთხვევაში აპატიოს. პროკურატურის ცნობით, მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს.

TV4

გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურის…

მედიაცენტრი

„ძალიან კარგია, რომ აღიარეს დანაშაული“ – კობახიძე „პრეიდენტის სასახლის ღობის“ საქმეზე

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე 4 ოქტომბრის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ – ძალიან კარგია, დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარება. „ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული, ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში…

News.ge

სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა

13 წაკითხვა პროკურატურის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძისთვის საპროცესო შეთანხმება გააუქმა და საქმე საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვების ეტაპზე დააბრუნა. 24 ივნისს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა…

პარალელი

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

სააგენტო "პარალელი" “ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული პირებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სხვადასხვა ვადით პატიმრობას მისჯას ეხმაურება: “პაატა…

პარალელი

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის ალიანსი” 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით

სააგენტო "პარალელი" “ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის ალიანსი” 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით…

Netgazeti

„პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე“ — რეპორტაჟი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულთა პროცესიდან

დღეს, 4 ოქტომბრის 13-პირიან საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ მახარობლიძე უძღვება. 4 ოქტომბრის 13-პირიან საქმეში ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე…

Netgazeti

რა შემთხვევაში განიხილავს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს. „სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო…

Alia

“4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე” – ბურჭულაძე

4 ოქტომბრის საქმის ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, პაატა ბურჭულაძემ, სასამართლო პროცესზე, განაცხადა: ““4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე. რომ არა პროვოკაცია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლიდა ყველაფერი. პაატა მანჯგალაძე ორგანიზების ნაწილში საერთოდ არ იყო. ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ”

News.ge

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე: ლიდერები ადრე თუ გვიან ამბობენ იმას, რაც რეალობაა და იმ ჯარისკაცების ციხეში ყოფნა, რომლებიც მათ აჰყვნენ, კონკრეტული ამოცანის შესრულებას უკავშირდება, რათა შემდეგ მარტა კოსმა თქვას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და არსებობენ პოლიტიკური პატიმრები

გიორგი ვოლსკის მტკიცებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ადამიანების ციხეში ყოფნა იმას ემსახურება, რომ მარტა კოსმა საქართველოში პოლიტპატიმრებზე განაცხადოს. ამავე საქმეზე 4 მსჯავრდებულთან, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან, დანაშაულის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.