პრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”
დევნილ ოჯახებს საცხოვრისის ნაცვლად, თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის ფულად კომპენსაციას შესთავაზებენ — გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, პროგრამა ნებაყოფლობითია და მიმდინარე წელს ამ მიზნით 58 მილიონი ლარი გამოიყოფა.
იხილე სრულად: news.ge ↗