ეროვნული ბანკის განცხადება შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით: შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება
ეროვნულმა ბანკმა შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესების დარღვევისთვის 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა და უსაფუძვლო უწოდა ბრალდებას, რომ სანქცია სებ-ის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უკავშირდება.
იხილე სრულად: news.ge ↗