ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰაშიში“ და „ოპიუმი“. პოლიციის მიერ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული” – ნათქვამია ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი… The post ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →