„ახლობლების პირადი მონაცემებით საბანკო ანგარიშები გახსნა და ონლაინ სესხები მოითხოვა“ – დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, რუსთავში, ბრალდებულმა, თავისი თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთი საბანკო დაწესებულებაში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინ სესხის დამტკიცება მოითხოვა. ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებული სესხს საერთო ჯამში – 48 130 ლარს, თაღლითურად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა,… The post „ახლობლების პირადი მონაცემებით საბანკო ანგარიშები გახსნა და ონლაინ სესხები მოითხოვა“ – დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →