სააგენტო "პარალელი"
“რუსეთის მიმართ ფობიაზე დგას სინამდვილეში ივანიშვილის ძალაუფლება” – ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკის შესახებ საუბრობს კონკრეტული მინიშნებებით და ფაქტებზე მითითებით:
“რომ წარმოვიდგინოთ, რა აბსურდია ქოციზმი ზოგადად და განსაკუთრებით მისი “ანტირუსოფობიული“ კონსტრუქცია:
2022 წლიდან მოყოლებული ქოცის ძალაუფლება დგას ომის შიშზე, რომლის არსი ასეთია: თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, საქართველოს ემუქრება ომი და განადგურება – დაბომბვა, მიწასთან გასწორება. ბ–ნი ბიძინა არის იმის გარანტი, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ ომში, თორემ აღარ ვიარსებებდით და ა.შ.
რომ ჩავაანალიზოთ: ვისთან ომი იგულისხმება, ანუ ვინ უნდა გაგვანადგუროს? ბუნებრივია, რუსეთმა. სხვა ვარიანტები არ განიხილება ამ ეტაპზე.
როგორ შეიძლება “ჩავერთოთ ომში“, თუნდაც დიფ სთეითის დავალებით და წაქეზებით? რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენ ვერ შევიჭრებით. ესე იგი, აქ, ჩვენს ტერიტორიაზე უნდა ჩავიდინოთ რამე ისეთი, რომ რუსეთი გაბრაზდება და გაგვანადგურებს.
ანუ, თვით ქოცის პროპაგანდისტული ვერსიით, რუსეთი არის ის ძალა და ის საფრთხე, რომელსაც ჩვენი განადგურება შეიძლება მოუნდეს თუ აქ წესიერად არ მოვიქცევით, და შეუძლია უცებ ნანგრევებად გვაქციოს ჩვენც, როგორც უკრაინა, ქოცების საარჩევნო კლიპებს და ბანერებს თუ დავუჯერებთ. ამას უტენიან ხალხს თავში მინიმუმ ოთხი წელია თვითონ ქოცები ინტენსიურად. ანუ რუსეთის მიმართ ფობიაზე დგას სინამდვილეში ივანიშვილის ძალაუფლება.
ოკ, გასაგებია. მაგრამ თან რომ რუსოფობიასთან ბრძოლას ამოიჩემებ უცებ, რუსოფობია საიდან მოვიდა, ეგ როგორ შეიძლებაო, აბსურდია აბა რა არის?” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
“რუსეთის მიმართ ფობიაზე დგას სინამდვილეში ივანიშვილის ძალაუფლება” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი