ვერაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ვერაზე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან. ჩვენი ინფორმაციით, ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
იხილე სრულად: megatv.ge ↗