“რუსეთმა უკრაინის ათ რეგიონს დაარტყა” – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა დარტყმები უკრაინის ათ რეგიონზე განახორციელეს. პრეზიდენტის თქმით, ზაპორიჟიეზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, უნივერსიტეტის შენობა და სავაჭრო ცენტრი, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაში დრონით შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ზელენსკის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია აგრესორზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება და პარალელურად დიპლომატიური მუშაობის გააქტიურება. „რუსეთი ესკალაციის გზიდან უკან არ იხევს და მრავალ სიგნალს იძლევა იმის თაობაზე, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა. ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ამ ომმა უკვე შეარყია… The post “რუსეთმა უკრაინის ათ რეგიონს დაარტყა” – ვოლოდიმირ ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →