სიახლე

მერცი CDU-ს მარცხს „კატასტროფას“ უწოდებს

მედიაცენტრი

გერმანიის ფედერალურ მიწებზე ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ბერლინში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე პარტიამ (Die Linke) მოიპოვა. შედეგების გამოცხადების შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ორ ფედერალურ მიწაზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) დამარცხება „კატასტროფად“ შეაფასა. მიუხედავად ამისა, კანცლერმა თანამდებობის დატოვება გამორიცხა და აღნიშნა, რომ დაგეგმილი ეკონომიკური, საგადასახადო და სოციალური რეფორმების გატარებას განაგრძობს. „რეფორმები უნდა გატარდეს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ, რადგან ჩვენი ქვეყნის წინსვლა მსურს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. The post მერცი CDU-ს მარცხს „კატასტროფას“ უწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი