სიახლე

სიღნაღში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

მედიაცენტრი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ. გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან იყვნენ. თვითმხილველების თქმით, სოფელ ნუკრიანთან სატვირთო ავტომობილში ხელის ტრაქტორს ათავსებდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან მოთავსებულები. მათ მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული. The post სიღნაღში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი