,,რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპის გამოცდას აგრძელებს” – ედგარს რინკევიჩი
ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ევროპას სარაკეტო თავდასხმის მოგერიება გაუჭირდება. მისი თქმით, უკრაინაში დრონების გამოყენებით ომი სწრაფად ვითარდება, ხოლო ევროპა საჰაერო თავდასხმის ტექნოლოგიების განვითარების ტემპს ჩამორჩება. „ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვის, დრონების საწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვთ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ეს პრობლემები უკრაინას აქვს. ეს პრობლემები მთელ ევროპასა და ნატო-ს აქვს“, – განაცხადა რინკევიჩმა. რინკევიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპის გამოცდას აგრძელებს. „გამოვრიცხავ ტრადიციული ტიპის სამხედრო შეჭრას, მაგრამ ყველა სხვა სახის შესაძლებლობის მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა. The post ,,რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპის გამოცდას აგრძელებს” – ედგარს რინკევიჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →