სიახლე

ცნობილია სიღნაღში ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცების ვინაობა

MegaTV

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ. გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“ სატვირთო ავტომობილში ხელის ტრაქტორს ათავსებდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები გურჯაანის […]

პირველწყარო →

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 66 წლის გივი ღვინიაშვილი და 55 წლის ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ.

 

გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“ სატვირთო ავტომობილში ხელის ტრაქტორს ათავსებდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

 

შეჯახების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

 

დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

 

მათ მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 


მსგავსი