სიახლე

ოქრო გაძვირდა

MegaTV

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 29 დოლარით მოიმატა და 4 389 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.68%-ითაა გაძვირებული. ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 3.39%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 18.30%-იან ზრდას აჩვენებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის […]

პირველწყარო →

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო გაძვირდა.

Gold Price-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღიურ ჭრილში 29 დოლარით მოიმატა და 4 389 დოლარი გახდა. დღიურად ოქრო 0.68%-ითაა გაძვირებული.

ამავე მონაცემებით, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ ბოლო 1 თვეში 3.39%-ით დაიკლო, წლიურად კი ოქროს ფასი 18.30%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლის ღირებულება დღიურად 2.17%-ითაა მომატებული და 67 დოლარს შეადგენს.

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 377 ლარია, 750 სინჯის – 282 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 220 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე 5.38 ლარია, ხოლო 875 სინჯის – 4.70 ლარი.


მსგავსი