სიახლე

რუსეთმა ჟიტომირისა და კიევის ოლქებზე იერიში მიიტანა

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთით, ჟიტომირის ოლქში მდებარე ინდუსტრიულ პარკზე იერიში მიიტანეს. კოროსტენის რაიონში სამოქალაქო საწარმოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი. იერიშმა საწყობსა და საწარმოო შენობაში ძლიერი ხანძარი გამოიწვია. პარალელურად, დილით რუსეთმა კიევის ოლქიც დაბომბა. დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. განადგურდა ერთი კერძო სახლი, ხოლო მეორე საცხოვრებელი ნაგებობა და ავტომობილი დაზიანდა. The post რუსეთმა ჟიტომირისა და კიევის ოლქებზე იერიში მიიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი