,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვით დაშინება საჭირო არ არის” – ფაშინიანი
,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვით დაშინება საჭირო არ არის, თუ გარიცხვა სურთ, გაგვრიცხონ”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთს რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა არ სჭირდება. „ჩვენ სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის საკითხი განსახილველად არასდროს გამოგვიტანია. ახლა ეს საკითხი რუსეთმა წამოჭრა და ჩვენს პოზიციასაც ამ განხილვის ირგვლივ ვაყალიბებთ. ვამბობ, რომ 102-ე სამხედრო ბაზამ და 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ის სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. თუ ისინი გასვლას გადაწყვეტენ, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით. პირდაპირ ვამბობ: 102-ე სამხედრო ბაზის არსებობას სომხეთის უსაფრთხოებისთვის არაფერი მოაქვს.… The post ,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვით დაშინება საჭირო არ არის” – ფაშინიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →