სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა.

რეგიონალური სიახლეები

სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში, 6 ქუჩაზე ჯამში 2 კილომეტრამდე გზა დაიგო. სამუშაოების ღირებულებამ 793 000 ლარი შეადგინა და პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებს, არსებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ. სამუშაოების დათვალიერებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პირველწყარო →

სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში, 6 ქუჩაზე ჯამში 2 კილომეტრამდე გზა დაიგო. სამუშაოების ღირებულებამ 793 000 ლარი შეადგინა და პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებს, არსებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ.

სამუშაოების დათვალიერებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


მსგავსი