,,კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან მტრული აქტი იყოს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლოა ევროპასთან ვაჭრობა შეწყვიტოს ან მკაცრი ფინანსური სანქციები დააწესოს. „ვფიქრობ, ეს სასაცილოა. კანადა საშინელი სავაჭრო პარტნიორია“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ბრიუსელის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა შტატების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეფასდეს. „თუ ისინი ამას გააკეთებენ და თუ მე ჩავთვლი, რომ ეს მტრული აქტია, ევროპას ძალიან სერიოზულ ტარიფებს დავუწესებ ან მასთან ვაჭრობას შევწყვეტ. თუ ამას კეთილი განზრახვით გააკეთებენ, მაშინ ძალიან… The post ,,კანადისთვის ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან მტრული აქტი იყოს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →