12-13 სექტემბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, 2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი №3 გაიმართა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა ბექა ჭკადუამ, რომელმაც 55 კგ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
