რუსთავში 12 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი 12 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც გზაზე მეგობართან ერთად გადადიოდა. დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
იხილე სრულად: mcm.ge ↗