სიახლე

,,არავის დავემორჩილებით, არც ახლა და არც მომავალში” – ალიევი

მედიაცენტრი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრაზე, ევროპულ ორგანიზაციებში ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა. „აზერბაიჯანი იმ მცირერიცხოვან მუსლიმურ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ევროპულ ორგანიზაციებში მონაწილეობს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რა ხდება იქ,“ – განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, ევროპის საბჭოს წევრობისას ქვეყანა არაერთხელ წააწყდა უსამართლობას. „როგორც ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ წავაწყდით ამ უსამართლობას, ახლაც ვაწყდებით და, სავარაუდოდ, მომავალშიც წავაწყდებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული გამოუცხადებელი ცილისწამებლური კამპანია არასდროს შეჩერდება. The post ,,არავის დავემორჩილებით, არც ახლა და არც მომავალში” – ალიევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი