,,ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარეს ვართ” – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტასთან დაკავშირებით. პესკოვის თქმით, მოსკოვი ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციას ინარჩუნებს და ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მომხრეა. „ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ენერგეტიკული ზავის შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მთლიანობაში, ამას ძალიან კარგ იდეად მივიჩნევთ. მათთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ. ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარეს ვართ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებისგან თავი შეიკავონ. ტრამპის თქმით, მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების… The post ,,ჩვენ ყოველთვის მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მხარეს ვართ” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →