პროკურატურამ 11 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპს“, „მდმას“, „ბუპრენორფინს“ „მარიხუანას“ და მცენარე „კანაფს“, რაც გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. ერთმა ბრალდებულმა კი უკანონოდ შეძენილი და შენახული 8,6718 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება… The post პროკურატურამ 11 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →