,,რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აძლიერებს” – დანიის პრემიერ-მინისტრი
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გამოეხმაურა რუსული ფრეგატიდან დანიის საჰაერო ძალების ვერტმფრენის მიმართულებით განხორციელებულ სასიგნალო გასროლებს. მთავრობის ხელმძღვანელმა მომხდარს დანიის სამხედრო ძალების მიმართ რუსეთის მხრიდან უგუნური ქმედება უწოდა. ფრედერიქსენის შეფასებით, ეს ინციდენტი ევროპაში არსებული იმ საერთო ტენდენციის ნაწილია, სადაც რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება და ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აძლიერებს. „ეს იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით ვხედავთ. საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც სულ უფრო აგრესიული და თავდაჯერებული ხდება და ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აძლიერებს; რუსეთთან, რომელიც ნატო-ს ცდის და გამოწვევის წინაშე აყენებს. რუსეთს სურს, დააშინოს და განხეთქილება შეიტანოს. ჩვენი პასუხი… The post ,,რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აძლიერებს” – დანიის პრემიერ-მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →