,,ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, პოლონეთის საზღვართან, იაგოდინის სადგურზე სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული რუსული იერიში ვლადიმერ პუტინის მიერ წინასწარ გათვლილ ესკალაციას წარმოადგენს, რომლის მიზანიც ევროპაში შიშის დანერგვაა. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ევროპამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ესკალაციის შემთხვევაში დასავლეთი საკუთარი თავის დასაცავად უკან არ დაიხევს. „მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ, რომ პროვოკაციებს ავყვეთ. თუმცა, ამავდროულად, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს იმაში, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა შეგვიძლია და ესკალაციის შემთხვევაში უკან არ დავიხევთ. ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა. მან ეს იცის და სწორედ… The post ,,ის, რასაც პუტინი აკეთებს სახიფათოა” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →