,,ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და ვიმყოფებით აქტიურ თავდაცვაში” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული რეაქტიული „შაჰიდების“ მოსაგერიებლად ახალი თაობის დრონების გადამჭრელების შემუშავება და გამოცდები აქტიურ ფაზაშია. პრეზიდენტის თქმით, პროცესების დაჩქარებაზე თავდაცვის მინისტრ ევგენი ხმარასთან და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილო დრაპატისთან ერთად იმსჯელეს, ხოლო აღნიშნული სამუშაოების ფინანსური უზრუნველყოფა სრულად გარანტირებულია. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები აქტიურ თავდაცვაში იმყოფებიან და პოზიციებს ინარჩუნებენ. „მოვისმინეთ მოხსენებები რუსული შაჰიდების წინააღმდეგ ბრძოლისა და მწარმოებლებთან ჩვენი მუშაობის შესახებ, რაც რეაქტიული შაჰიდებისგან დასაცავად დრონების გადამჭრელების ახალ თაობას უკავშირდება. უკვე გვაქვს შემუშავებული ნიმუშები და მიმდინარეობს გამოცდები. ვაჩქარებთ ყველა პროცესს.… The post ,,ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და ვიმყოფებით აქტიურ თავდაცვაში” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →