პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა პატიმარი საავადმყოფოდან გაიტაცეს
საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სერესში პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან პატიმარი გაიტაცეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 41 წლის პატიმარმა თქვა, რომ შეუძლოდ იყო, რის გამოც იგი ციხიდან სერესის საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევებზე. სანამ პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილის მსგავსი მანქანით შეიარაღებული პირები მივიდნენ, რომელთაც პოლიციელების ფორმა ეცვათ. თავდამსხმელებმა მოულოდნელად განაიარაღეს პატიმრის მცველი სამართალდამცველები, პატიმარი გაათავისუფლეს და მასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალნენ. მომხდარის შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ მთელი რეგიონის მასშტაბით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია და სამძებრო ღონისძიებები წამოიწყო. გადაკეტილია ძირითადი გზები და მიმდინარეობს თავდამსხმელებისა და გაქცეული პატიმრის… The post პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა პატიმარი საავადმყოფოდან გაიტაცეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →