ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა
ლიეტუვამ კვირას ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატომ კი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში სავარაუდო დრონის გამოჩენის საპასუხოდ, ჰაერში სულ მცირე, ერთი გამანადგურებელი აწია. ქვეყნის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, საჰაერო განგაში დაახლოებით ერთ საათში გაუქმდა, რის შემდეგაც აეროპორტმა მუშაობა განაახლა. უწყების განმარტებით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდა, სადაც ნატოს ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განთავსებული. Reuters-ი წერს, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები, მათ საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შესახებ სულ უფრო ხშირად იუწყებიან, რაც უკრაინაში რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეულ კონფლიქტს უკავშირდება. The post ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →