სიახლე

სალომე კვარაცხელია: ვარძიაც თავზე გვენგრევა? (ფოტოები)

News.ge

ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია: ვარძიაც თავზე გვენგრევა? დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი ჩაკეტილია – უსაფრთხოების გამო. 4 თვეა, გადაღობეს უბრალოდ და შესაკეთებლად ხელი არავის გაუნძრევია! არც კი მისულა არავინ, შესამოწმებლად. გუშინ, სულაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უკან, სახიზართან დამხვდა ეს ბარიკადები – ჩვენივე უსაფრთხოების სახელით. გამოვიცნობ: თვეები გავა და ასე იქნება ჩაკეტილი ეს […]

პირველწყარო →
ექიმი- რეზიდენტი სალომე კვარაცხელია: 
ვარძიაც თავზე გვენგრევა?
დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი ჩაკეტილია – უსაფრთხოების გამო.
4 თვეა, გადაღობეს უბრალოდ და შესაკეთებლად ხელი არავის გაუნძრევია!
არც კი მისულა არავინ, შესამოწმებლად.
გუშინ, სულაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უკან, სახიზართან დამხვდა ეს ბარიკადები – ჩვენივე უსაფრთხოების სახელით.
გამოვიცნობ: თვეები გავა და ასე იქნება ჩაკეტილი ეს გვირაბები, არავინ მივა შესამოწმებლად, შესაკეთებლად.
კომპლექსის 50% ვეღარ ნახულობ, ფაქტობრივად.
ვარძიის 50% ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ნეტავ, ამ დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რას მიკეთებს?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration , წინა გვირაბზეც ახლა გაიგებთ, დარწმუნებული ვარ და ბარემ, ორივე ერთად რომ იცოდეთ!

მსგავსი