პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →