სიახლე

“იმ დროს, როცა ჩემს 17 წლის მამიდაშვილს კლავდნენ, შსს-ს რომელიღაც განყოფილებაში თორნიკე რაზმაძის კომენტარებს სქრინავდნენ და მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო სასამართლოში დასაბარებელ წერილს ამზადებდნენ”

MegaTV

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია – სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და არ­კვე­ვენ, უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მოკ­ლუ­ლია 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე, რომ­ლის ახ­ლო­ბე­ლიც, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს: “იმ დროს, როცა თბი­ლის­ში ჩემს 17 წლის მა­მი­დაშ­ვილს კლავ­დნენ, დამ­ნა­შა­ვე გარ­ბო­და […]

პირველწყარო →

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია – სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და არ­კვე­ვენ, უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

მოკ­ლუ­ლია 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე, რომ­ლის ახ­ლო­ბე­ლიც, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

“იმ დროს, როცა თბი­ლის­ში ჩემს 17 წლის მა­მი­დაშ­ვილს კლავ­დნენ, დამ­ნა­შა­ვე გარ­ბო­და და კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს სხვა “საქ­მე­ე­ბიც“ ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რო­მე­ლი­ღაც გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ჩემი ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, თორ­ნი­კე რაზ­მა­ძის კო­მენ­ტა­რებს სქ­რი­ნავ­დნენ, მა­სა­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო სა­სა­მარ­თლო­ში და­სა­ბა­რე­ბელ წე­რილს ამ­ზა­დებ­დნენ.

აი, ეს არის თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სუ­რა­თი.

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­იძ­ლე­ბა წა­მებ­ში დას­რულ­დეს, სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სი იხარ­ჯე­ბა იმა­ზე, ვინ რა და­წე­რა კრემ­ლის პრო­პა­გან­დისტზე.

რა თქმა უნდა, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის ჩამ­დე­ნებს ეკის­რე­ბა. მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გა­რე­მო, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, პრე­ვენ­ცია და მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდა.

და როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის დევ­ნის­თვის მეტი მონ­დო­მე­ბა აქვს, ვიდ­რე ძა­ლა­დო­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის, კი­თხვა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია: რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ?

17 წლის ბავ­შვის სი­ცო­ცხლე დას­რულ­და.

და ჩვენ ისევ იმ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ (ჰო, მეც ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით) სა­დაც ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხში­რად ყვე­ლა­ზე მკაც­რი სი­ტყვე­ბის მი­მართ არის და ყვე­ლა­ზე უძ­ლუ­რი იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე უნდა და­იც­ვას!”

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


მსგავსი