სიახლე
რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა
მედიაცენტრი
რუსეთის სარატოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში განხორციელდა. დრონების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა რეგიონში საჰაერო საფრთხის შესახებ გამოაცხადა. ამავე იერიშის ფარგლებში დაზიანდა ელექტრონული კომერციის გიგანტ Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრიც. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, საწყობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო პერსონალის სრული ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. The post რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.