გარყვნილი ქმედება და იძულება არასრულწლოვნების მიმართ – ოზურგეთის სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო — Cnoba

GuriaNews სიახლე 20 Feb 2026, 11:20

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მიმართ იძულება განახორციელა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის […] The post გარყვნილი ქმედება და იძულება არასრულწლოვნების მიმართ – ოზურგეთის სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო appeared first on გურია ნიუსი.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში და არასრულწლოვანის იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება, ხოლო 17 წლის არასრულწლოვანის მიმართ იძულება განახორციელა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 23 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post გარყვნილი ქმედება და იძულება არასრულწლოვნების მიმართ – ოზურგეთის სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური