სიახლე
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში გაემგზავრა
მედიაცენტრი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით კანადაში გაემგზავრა. მგზავრობისას პრეზიდენტის თვითმფრინავი ისლანდიაში, კებლავიკის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც ზელენსკიმ სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა, ისლანდიაში ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირს შეხვდა. მხარეებმა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოება, ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესი და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების გზები განნიხილეს. შეხვედრის დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიურ მხარეს უკრაინისადმი გაწეული მუდმივი მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. The post ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში გაემგზავრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.