FSB-მ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავა. დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით არის აღძრული. უწყების მტკიცებით, ბრალდებული საელჩოს თანამშრომლების, მათ შორის მათი საცხოვრებელი მისამართებისა და გადაადგილების მარშრუტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, პარალელურად კი დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების სისტემებს სწავლობდა. რუსული მხარის ცნობით, დაკავებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებით მოქმედებდა და დავალებებს უკრაინელი ბლოგერის, დიმიტრი კარპენკოსგან (მეტსახელად „აპოსტოლი“) იღებდა. FSB-ში აცხადებენ, რომ მოპოვებული ცნობები ბრიტანეთის ელჩისა და დიპლომატების წინააღმდეგ დივერსიებისა და ტერაქტების მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინათ, ხოლო პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრებოდა. აღნიშნულ ინციდენტს წინ უსწრებდა ლონდონში ბრიტანეთის… The post FSB-მ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავა…
პირველწყარო →