სიახლე

1,8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდის ნაშთები – იტალიის ელჩი დმანისში

მედიაცენტრი

დმანისი – მდიდარი კულტურული, ისტორიული თუ არქეოლოგიური ძეგლებით, რომელიც მსოფლიოშიც უნიკალურია. ერთ-ერთი ასეთი არქეოლოგიური ძეგლი გასული საუკუნის 90-იან წლებშია აღმოჩენილი. ეს არის დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ნაშთები, რომელმაც დმანისი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გახადა. დმანისში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ჩავიდა, რადგან კვლევებში იტალიის წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია და მიმდინარე პროცესები დაათვალიერა. არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მიერ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და, უკვე ბევრი წელია, ამ ჯგუფის მუშაობაში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი. ელჩს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელმა, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკმა უმასპინძლეს. თანამედროვე პალეონტოლოგიისთვის დმანისის არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობა განუზომე…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი