დიდ ბრიტანეთში ტექნიკური გაუმართაობის გამო 2 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა
დიდ ბრიტანეთში, საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემა NATS-ში წარმოქმნილი მასშტაბური ტექნიკური გაუმართაობის გამო, ორი დღის განმავლობაში 2 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა. 8 სექტემბერს დაგეგმილი 5 800 რეისიდან 1 700-ზე მეტი ჩაიშალა, ხოლო 9 სექტემბრის დილიდან კიდევ 291 რეისის გაუქმება გახდა საჭირო. ჩვეულებრივ რეჟიმში გაუქმებული ფრენების წილი 1-2%-ს არ აღემატება, თუმცა შეფერხების პიკში მაჩვენებელმა საერთო რეისების 5%-ს გადააჭარბა, რამაც ათასობით მგზავრის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია. „ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ვიმედოვნებდით. ბოდიშს ვიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გიდასტურებთ, რომ შეფერხების გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაიწყო“, – განაცხადა NATS-ის ხელმძღვანელმა მარტინ… The post დიდ ბრიტანეთში ტექნიკური გაუმართაობის გამო 2 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →