სიახლე
რუსულმა დრონმა კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა
მედიაცენტრი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული დრონი დარნიცკის რაიონში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობის ფასადი დაზიანდა და 5 ადამიანი დაშავდა. თავდასხმების შედეგად ხანძრები გაჩნდა კიევის ოლქის სხვადასხვა ნაწილშიც. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ღამის განმავლობაში მტერმა იერიში მიიტანა ბილა-ცერკვას, ბროვარსკის, ბორისპოლის, ფასტივის, ობუხივისა და ბუჩას რაიონებზე. The post რუსულმა დრონმა კიევში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.