მარკო რუბიო ირანს აფრთხილებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანი მკაცრად გააფრთხილა. დიპლომატის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე იერიშის მიტანის ან ასეთი მცდელობის შემთხვევაში, თეირანი საპასუხოდ საკუთარ ნავთობტანკერებს დაკარგავს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ირანის ხუთი ნავთობტანკერი გაანადგურეს. ოთხ გემს დარტყმა ომანის ყურეში მიაყენეს, ხოლო მეხუთე ხარგის კუნძულთან გაანადგურეს. სამხედროების განმარტებით, თავდასხმამდე ეკიპაჟებს გემების დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანეს. „ეს ურთიერთდარტყმები საკმაოდ მარტივად არის გასაგები. ირანი კვლავ ცდილობს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებზე დარტყმას და ყოველ ჯერზე, როცა ისინი ამას გააკეთებენ ან ამის გაკეთებას შეეცდებიან, ტანკერებს დაკარგავენ“, – განაცხადა მარკო რუბიომ. The post მარკო რუბიო ირანს აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →