ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
,,ვინ ამბობდა არ მახსოვს, მგონი ირაკლიმ თქვა წერეთელმა ან შალვა იტყოდა ნათელაშვილი, შევარდნაძის დროს: მაგიტომ გვაქვს საქმე კარგად, თავდაცვის მინისტრს რომ ვარდიკო ჰქვია და ლუდის მაგნატი თოფაძეაო.
ნადიბაიძე იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი.
თევზაძეც ხომ გვყავდა, “რაგატკებით” რომ დაგვამახსოვრა თავი?
ჯუანშერზე გამახსენდა: ბევრს ვერ გეცოდინებათ, რომ მეგრულად “ბურჭული” მოკლეტარიან წალდს ნიშნავს და მეგრულში ასეთი ანდაზაც გვაქვს: “ბურჭულიას არგუნიათ გეუძინესია”, ანუ წალდუნას ცულდუნაც დაუმატესო…
ეს კაცი რანაირად გვყავდა თავდაცვის მინისტრად, პირველივე რთულ სიტუაციაში ტყვედ ჩაბარდებოდა და დაფქვავდა ყველაფერს…“
The post ,, მაგიტომ გვაქვს საქმე კარგად, თავდაცვის მინისტრს რომ ვარდიკო ჰქვია და ლუდის მაგნატი თოფაძეაო… მეგრულად “ბურჭული” წალდს მოშნავს” – ლაშა ბერულავა appeared first on .