სიახლე

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის დასახელდა

მედიაცენტრი

„ფრანს ფუტბოლმა“ იმ 30 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც „ოქროს ბურთის“ მოპოვებისთვის იბრძოლებენ. ნომინანტთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. გასულ სეზონში ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან პარიზულ კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის მესამედ დასახელდა – 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიციაზე გავიდა. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. The post ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის დასახელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი