სიახლე

სკოლების მიმდებარედ მოძრაობის წესები მკაცრდება

მედიაცენტრი

საქართველოში სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საგზაო უსაფრთხოების ახალი სტანდარტები წესდება. 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება „სასკოლო ზონის“ ცნება, სადაც ავტომობილების გადაადგილების სიჩქარე მაქსიმუმ 30 კმ/სთ-ით შეითღუდება. ცვლილებების ფარგლებში გადაიხედება სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის ზღვარიც, რაც სასკოლო ზონებში არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს გაზრდის. ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე ქვეყნის ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარე ინფრასტრუქტურა შეფასდება. სტრატეგიის მიხედვით, სასკოლო ზონებსა და მათ მიმდებარე არეალებში ქვეითთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდება. The post სკოლების მიმდებარედ მოძრაობის წესები მკაცრდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი