სიახლე

,,ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული” – კალასი

მედიაცენტრი

,,რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ლიეტუვაში, პრემიერ-მინისტრ მინდაუგას სინკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „როდესაც ისინი ინიციატივას კარგავენ, მაშინ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული. ისინი ერთ დათმობაზეც კი არ წასულან, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ“, – განაცხადა კალასმა. ასევე, კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტით ადგილზე არსებული ვითარების შესახებ უკეთ გაიგეს. The post ,,ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობით არის დაინტერესებული” – კალასი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი