სიახლე

საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

მედიაცენტრი

საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 17-22 მეტრ წამს მიაღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 20-25 მეტრ წამამდე, ზოგან შესაძლებელია ქარის სიჩქარის 28 მეტრ წამამდე გაძლიერებაც. მეტეოროლოგის, კობა ფარტენაძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია სიფრთხილისა და შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება. „მოსალოდნელია ისეთი არასასურველი მოვლენები, როგორიცაა უეცარი წყალდიდობა, ელჭექი, მეწყრული პროცესების განვითარება და ძლიერი ქარი ნალექების დროს. ასევე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება“, – აცხადებს კობა ფარტენაძე. The post საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი