სიახლე

რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

მედიაცენტრი

რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 6 სექტემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა რეგიონზე დრონებით თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ობიექტს გულისხმობდა. ონლაინ გამოცემა ASTRA-ს ჟურნალისტებმა, ფოტო და ვიდეო ანალიზის გამოყენებით, დაადგინეს, რომ თავდასხმა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. უკრაინულმა „ტელეგრამ“ არხმა „Exilenova+“-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე წარმატებული დარტყმა განხორციელდა. უკრაინული მედია წერს, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია. The post რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი