სიახლე
საბერძნეთში საჰაერო შოუ ტრაგედიით დასრულდა
მედიაცენტრი
საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. მედიის ცნობით, ინციდენტის დროს პილოტები საჰაერო შოუში იღებდნენ მონაწილეობას. მათივე ინფორმაციით, ორადგილიანი Phantom F4-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 მილის დაშორებით, ტანაგრას საჰაერო ძალების ბაზაზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, მანევრის დროს ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ორი პილოტის ცხედარი სამაშველო ოპერაციის დროს იპოვეს. მომხდარის გამო ევაკუაციის ბრძანება გაიცა. მედიის ცნობით, ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ მაყურებლებს შორის დაშავებულები არ არიან. The post საბერძნეთში საჰაერო შოუ ტრაგედიით დასრულდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.