,,გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს” – მედია
The Guardian-ის ინფორმაციით, გერმანია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზებით შესვლაზე შეზღუდვები გაამკაცრონ. გამოცემის ცნობით, ბერლინის ეს მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გერმანიაში მომხდარი ბოლო საბოტაჟის აქტების უკან ხელისუფლებამ მოსკოვი დაადანაშაულა. გერმანიის ხელისუფლება იძიებს ბელარუსის მოქალაქის საქმეს, რომელსაც რუსეთის პასპორტიც აქვს. მას ლაიფციგის აეროპორტზე დრონებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით თავდასხმის მცდელობაში სდებენ ბრალს, იუწყება The Guardian-ი. გამოძიების ვერსიით, მამაკაცი შენგენის ზონაში ტურისტული ვიზით შევიდა, რომელიც მას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იტალიის საელჩომ მისცა. უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, როგორც ჩანს, მას იტალიაში საერთოდ არ უმოგზაურია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ… The post ,,გერმანია ევროკავშირს რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეზღუდვისკენ მოუწოდებს” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →