სააგენტო "პარალელი"
“თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ ახლა სისტემა ზედმიწევნით უსამართლოდ იქცევა და ამას უნდა წინ აღვუდგეთ” – ლელა ჯეჯელავა
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ბიზნესმენსა და ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით სამართლიან მართლმაჯულებას ითხოვს:
“ძვირფასო მეგობრებო, მესმის რომ ყველას ჩვენი ემოციები გვაქვს წარსულის მიმართ, მაგრამ ემოციები ჩვენ უნდა ვმართოთ და არა პირიქით. ჩვენ არავის დავუდგენივართ ღვთიური სამართლის აღმსრულებლებად დედამიწაზე, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის როგორ მუშაობს კარმა (ვერც ავაჩქარებთ და ვერც შევანელებთ, ან ვის როდის დაეწევა ბუმერანგი).
ერთი, რაც შეგვიძლია, თავად ვიყოთ სამართლიანები ყველასთან და ყველაფერთან მიმართებით.
როდესაც შენთვის მიუღებელ ადამიანთან მიმართებითაც ინარჩუნებ სამართლიანობას და ობიექტურობას, ეს არის სამართლიანობა, აბა ახლობლების მიმართ ყველა ასეა.
თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ ახლა სისტემა ზედმიწევნით უსამართლოდ იქცევა და ამას უნდა წინ აღვუდგეთ, იმის მიუხედავად, რა როლი აქვს ამ სისტემის შექმნაში თავად ელიზბარაშვილს, ვის მოგვწონს და ვის არა. სხვაგვარად ნორმალურ სახელმწიფოს ვერასდროს შევქმნით.
ჩვენ ვარსებობთ მხოლოდ ახლა და აქ და ამიტომაც ახლა და აქ უნდა ვიყოთ სამართლიანები.
და კიდევ, არავინ მოგვცა ჩვენ უფლება წავართვათ ადამიანებს შესაძლებლობა გამოასწორონ დაშვებული შეცდომები და ჩადენილი დანაშაულები“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
“თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ ახლა სისტემა ზედმიწევნით უსამართლოდ იქცევა და ამას უნდა წინ აღვუდგეთ” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი