კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გაიხსნა. 16 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსი მოიცავს აეროდრომს, საფრენოსნო აკადემიას, საავიაციო კლუბსა და სარეზიდენციო დასახლებას.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი აშშ დოლარია. ის სახელმწიფო პროგრამისა და „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით განხორციელდა.
ობიექტის ბაზაზე იგეგმება პილოტების მომზადება საერთაშორისო ლიცენზიის გასაცემად, ასევე მცირე ავიაციისა და შიდა ტურიზმის მომსახურება.
The post კაჭრეთში 15 მილიონი დოლარის ღირებულების აეროდრომი და საფრენოსნო აკადემია გაიხსნა appeared first on გურია ნიუსი.